2017-10-31
ბრძანება №:23/04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   2014 წლის 16 ივნისის №09/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლების  პირველი  პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის,   57-ე და 63-ე მუხლების,  ,,საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების      მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“  და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  მე-11 პუნქტის, მე–15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ თ:

1.  შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ბრძანებით დამტკიცებული     სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ  შრომის დისციპლინის  დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესში და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
ა) ,,მუხლი 2.   აკადემიური,   სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელი კომისია

1. აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევისას იქმნება აკადემიური, სამეცნიერო და მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელი კომისია (ტექსტში შემდგომ - ,,ასმ კომისია“).
2. ასმ კომისია იქმნება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით. კომისიის შექმნის მიზნით, რექტორი უფლებამოსილია იხელმძღვანელოს კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სიით. ასმ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სია მტკიცდება რექტორის ბრძანებით. სიის დამტკიცების მიზნით უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, ვალდებული არიან რექტორს წარუდგინონ შესაბამისი ოდენობის კანდიდატურები: ფაკულტეტი -   5 კანდიდატურა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული - 5 კანდიდატურა, დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული -  2 კანდიდატურა. 
3. კომისიის წევრად/თავმჯდომარედ შესაძლებელია დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევა.
4. კომისიის თავმჯდომარეს ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
5.  ასმ კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, აკადემიური, სამეცნიერო ან მასწავლებელთა პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევის ყოველი კონკრეტულ შემთხვევის გამოვლენიდან, არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში.
6. ასმ კომისია, უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან. კომისია კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს ირჩევს თავის პირველ სხდომაზე.”

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,3. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ ან დამხმარე და აკადემიურ თანამდებობაზე ერთდროულად მყოფი პირის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის საკითხს განიხილავს ,,ასმ კომისია“.

2.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                                                   მიხეილ ჩხენკელი





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                               ნუნუ ოვსიანიკოვა




« უკან დაბრუნება