2014-11-20
ბრძანება №:168/02-01

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის #143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვლოის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საინდეფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის Aარნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის 2014 წლის 4 ნოემბრის №38298/02 კორესპონდენციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,გ” თავის მე-15 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,15. Aარნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

,,15.1. ვაჟა შენგელია – მთის იბერიულ-კავკასიური ენების განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარე);

15.2. ვლადიმერ მამულია – იურისტი;

15.3. ლევან ვაშაკიძე – მატერიალურ-ტექნიკური დარგის სპეციალისტი;


15.4. მაკა ფოფხაძე – თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი”.

2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად  გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.

3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.

5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                         დავით ჩომახიძე 


« უკან დაბრუნება