2014-10-03
ბრძანება №:170/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს ფორმირებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა, კვოტების განსაზღვრისა და ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის ვადის დაწესების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,   მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 51-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ვინაიდან უნივერსიტეტის წესდების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედიან შესაბამისი ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე არჩეული აკადემიური პერსონალი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ამჟამინდელი სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებია ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება და განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება, უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,  ფაკულტეტის საბჭოში უნდა შევიდეს შესაბამისად - აკადემიური პერსონალის არჩეული წევრები ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულებებიდან, ასევე ამ მიმართულებების სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
2. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალი უნდა აირჩეს პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიმართულებებზე, პროფესორების რაოდენობის გათვალისწინებით.
3. გამომდინარე წესდების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ფაკულტეტის საბჭოს წევრების ზღვრული ოდენობებიდან, ფაკულტეტის საბჭოში ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულებას ჰყავს 20 წარმომადგენელი (პროფესორი), ხოლო განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულებას 5 წარმომადგენელი (პროფესორი), სტუდენტებს 9 წევრი. აღნიშნულ შემადგენლობას ავტომატურად (უნივერსიტეტის წესდების მე-19  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად) ემატება დეკანი/დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. დეკანის მოვალეობის შემსრულებელი აირჩევა საბჭოს მიერ, წესდებით დადგენილი წესით. 
4. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან შესაბამისი მიმართულებების პროფესორთა კრებაზე ღია კენჭისყრით. 
5. ყოველ კანდიდატს კენჭი ეყრება ინდივიდუალურად. აკადემიურ პერსონალს შეუძლია ხმა მისცეს არჩევნებში მონაწილე ერთ კანდიდატს. უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი (კანდიდატები) ხდება ფაკულტეტის საბჭოს წევრი. თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა უკეთესი შედეგების მქონე კანდიდატებს შორის. იმ შემთხვევაში,  თუ არჩევნების შედეგად დარჩა ვაკანტური ადგილები, განმეორებითი კენჭისყრა ტარდება იმავე დღეს, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული წესით.
6. კენჭისყრის შედეგები ჯამდება სათანადო ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და წევრები.
7. ფაკულტეტის საბჭოს წევრად არჩეული აკადემიური პერსონალის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ვადის შესაბამისად, გარდა ფაკულტეტის დებულებით დაწესებული მოთხოვნებისა.
8.  ფაკულტეტმა და სტუდენტურმა თვითმმართველობამ უზრუნველყონ ფაკულტეტის საბჭოში შეყვანილ პირთა შესახებ ინფორმაციის (ინფორმაცია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობის შესახებ) რექტორისათვის წარმოდგენა არაუგვიანეს 2014 წლის 8 ოქტომბრისა.
9.  წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს თსუ-ს ფაკულტეტებს.
11.   ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N#6.
12.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                          აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა       

« უკან დაბრუნება