2010-09-09
ბრძანება №:81/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდომის სემესტრში თსუ-ის სარეზიდენტო პროგრამებით მზადებისა და სპეციალობის მაძიებელთა ჩარიცხვასთან დაკავშირებით კონკურსის გამოცხადების შესახებ.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდომის სემესტრში თსუ-ის სარეზიდენტო პროგრამებით მზადებისა და სპეციალობის მაძიებელთა ჩარიცხვასთან დაკავშირებით  კონკურსის გამოცხადების შესახებ.

   “საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”  საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის,  56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების (№135/ნ. 08.04.2009 წ.) “რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა” – ბრძანების შესაბამისად,


ვბრძანებ:


  1. გამოცხადდეს თსუ-ის აკადემიური საბჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი (პროფესიული მზადების) საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ №67/2010 დადგენილებით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კვოტის ფარგლებში  რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიული მზადება) მიღება:       
    ა)    ენდოკრინოლოგია

    ბ)    ოფთალმოლოგია           

    გ) მეანობა-გინეკოლოგია                      

    დ) თერაპიული სტომატოლოგია       

    ე) ორთოპედიული სტომატოლოგია

  2. დამტკიცდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  თსუ-ის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიული მზადება) საბუთების მიღების და საკონკურსო გასაუბრების თარიღები:
    2.1 რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიული მზადება) საბუთების მიღება განხორციელდეს 10.09.2010 – 17.09.2010, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00-დან – 17:00 საათამდე, ფაკულტეტის (ი. ჭავჭავაძის გამზ. №5, ოთახი 106) მიმღებ კომისიაში.

    2.2 საკონკურსო გასაუბრება სპეციალობებში დაინიშნოს 20-21 სექტემბერს.

    2.3     კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 22 სექტემბერს.

  3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას; 
  4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო – ,,თბილისის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორს ნინო კაკულიას; 
  5. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
  6. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე;
  8. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6)
  9. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს.


რექტორის  მოვალეობის შემსრულებელი                          ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება