2018-12-14
ბრძანება №:308/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე „ტუროპერატორი“ და „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ მობილობისათვის ვაკნტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე „ტუროპერატორი“ და „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი“ მობილობისათვის ვაკნტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №150/2018 დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 და მე-11  პუნქტების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 10 დეკმებრის №25358/29 წარდგინებისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 11 დეკმებრის №25487/10 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „ტუროპერატორი” მობილობისათვის 3  ვაკანტური ადგილი. 
2. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდი” მობილობისათვის 1 ვაკანტური ადგილი. 
3. განისაზღვროს მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  მობილობისთვის პროცედურული ვადები: 

  ა) დოკუმენტაციის მიღება –14 - 17 დეკემბერი; 
  ბ)უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველ პროფესიულ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება, აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 17 - 18 დეკემბერი;
  დ)  ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება – 19 დეკემბერი.

4. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
დ) სამხედრო  აღრიცხვაზე  ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) პროფესიული სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული);

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                ალექსანდრე ცისკარიძე

« უკან დაბრუნება