2015-09-17
ბრძანება №:30/04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის   2014 წლის 16 ივნისის №09/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  და 23-ე მუხლების  პირველი  პუნქტების,  ,,საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული      ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  მე–15 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ თ:


1.    შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 16 ივნისის №09/04 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მიერ  შრომის დისციპლინის  დაცვისა და ეთიკის ნორმების დამდგენი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო  ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნის წესის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში და კომისია ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:

ა) ია ბაღაშვილი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) შორენა ერისთავი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) რუსუდან უზნაძე - საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი); 
დ) რუსუდან სხირტლაძე - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი, კომისიის მდივანი);

2.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                        დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება