2016-07-28
ბრძანება №:130/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების  
2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და  მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-15 პუნქტებისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანის 2016 წლის  21 ივლისის №24377/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების  2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა)   2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება -  31 აგვისტო -  12 სექტემბერი
ა.ბ)  აკადემიური რეგისტრაცია - 16  სექტემბერი 
ა.გ)  სააუდიტორიო მეცადინეობები - 19 სექტემბერი - 16 დეკემბერი
ა.დ) საგამოცდო პერიოდი - 19 - 24 დეკემბერი

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოემისთანავე.

რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                                                                   დარეჯან თვალთვაძე


« უკან დაბრუნება