2016-12-19
ბრძანება №:229/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში რექტორის მოადგილეებისათვის რექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების რიგითობის განსაზღვრის თაობაზე’’ რექტორის 2015 წლის 7 სექტემბრის №109/01-01 ბრძანების გაუქმების თაობაზე

       ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გაუქმდეს ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში  რექტორის მოადგილეებისათვის რექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილების დაკისრების რიგითობის  განსაზღვრის თაობაზე’’ რექტორის 2015 წლის 7 სექტემბრის №109/01-01 ბრძანება წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.   
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია  საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი                           გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება