2015-04-07
ბრძანება №:34/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ტრენინგ - კურსის ,,ტრენერების ტრენინგი“-ს ღირებულების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ტრენინგ - კურსის ,,ტრენერების ტრენინგი“-ს ღირებულების განსაზღვრის თაობაზე


   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტის, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ტრენინგ კურსის ,,ტრენერების ტრენინგი“  დამტკიცების შესახებ რექტორის 2012 წლის 24 ივლისის №96/01-01 ბრძანებისა და აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2015 წლის 24 მარტის №11215/02 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ტრენინგ - კურსის ,,ტრენერების ტრენინგი“-ს ღირებულება განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით ერთი მსმენელისათვის, ხოლო კორპორატიული დაკვეთის შემთხვევაში უნივერსიტეტსა და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 120 ლარის ოდენობით თითოეული მსმენელისათვის. 
2. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
3. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 24 ივლისის #106/02-01 ბრძანება. 
4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი              დავით  ჩომახიძე
« უკან დაბრუნება