2020-09-04
ბრძანება №:135/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებითი შეღავათების დაწესების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებითი შეღავათების დაწესების შესახებ

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში გავრცელებული COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარების გათვალისწინებით, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება რა მთავრობის სოციალური დახმარების ინიციატივებს, მიზანშეწონილია სტუდქალაქით მოსარგებლე სტუდენტებს საცხოვრებელი  ფართით სარგებლობის  ტარიფის  გადასახადთან  დაკავშირებით 2020 წლის 01 სექტემბრიდან 2021 წლის 01 იანვრამდე პერიოდში გაეწიოთ შეღავათები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გრიგოლაშვილის 2020 წლის 03 სექტემბრის N13421/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებით 2020 წლის 01 სექტემბრიდან 2021 წლის 01 იანვრამდე განისაზღვროს შეღავათი შემდეგი კატეგორიის მობინადრეთათვის:
ა) მობინადრისათვის, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტი, აგრეთვე სტუდენტი, რომელმაც COVID 19-ის პანდემიის გამო, დაკარგა სამსახური ან არის უხელფასო შვებულებაში და მთავრობისგან იღებს შესაბამის დახმარებას, ან არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით, არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა - საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფი განისაზღვროს 0 ლარის ოდენობით;
ბ) მობინადრისათვის, რომელიც ამავდროულად არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი, პირობითი ერთეულის მიხედვით, არის 70000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა, ან სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა, ან თსუ სტუდქალაქით ოჯახიდან 2 (ორი) ან მეტი მოსარგებლე სტუდენტი - განისაზღვროს მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფზე 50%-იანი შეღავათი;
გ) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრე ყველა სხვა დანარჩენ სტუდენტზე განისაზღვროს მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფზე 30%-იანი შეღავათი.

2. სტუდქალაქში საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების შეღავათებით სარგებლობისათვის მობინადრე ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედებს 2021 წლის 01 იანვრამდე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება