2012-09-10
ბრძანება №:1374/01-04

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის  ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ
   რექტორის 2011 წლის 2 ნოემბრის №2186/01-04 ბრძანებით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებმაც გაიარეს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გაიცა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ზემოაღნიშნულმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელების მოთხოვნით მომართეს უნივერსიტეტს და "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
აქედან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473-ე მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის  №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების  მე-15 მუხლის „ა“ „ბ“ „ს“ „ტ“ და მე-3 პუნქტის, რექტორის 2011 წლის 2 ნოემბრის №2186/01-04 ბრძანების, თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 3 ნოემბრის #568/03 ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2012 წლის 20 აგვისტოს N19773/02 და 6 სექტემბრის N21369/02 წერილების, დილგამ კასუმოვის 2012 წლის8 აგვისტოს #19040/02 განცხადებისა და დანართებში მითითებული სტუდენტების განცხადებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    მიეცეთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ სტუდენტებს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე  სწავლის გაგრძელების უფლება დანართების შესაბამისად :

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ( დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ( დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ( დანართი 3);
დ) ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი  ( დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი ( დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი ( დანართი 6);
ზ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა ( დანართი 7).

2.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ    ადგილზე.            
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს წინამდებარე ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
4.  ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 







რექტორი                   ალექსანდრე კვიტაშვილი


« უკან დაბრუნება