2016-11-01
ბრძანება №:191/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ სამუშაო დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 27 სექტემბრის N171/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ სამუშაო დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 27 სექტემბრის N171/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ შექმნისა და პროექტის საკოორდინაციო საბჭოს დამტკიცების თაობაზე“ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 17 ივნისის N98/01-01 ბრძანების და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2016 წლის  24 ოქტომბრის N38969/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტის „სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია“ სამუშაო დარგობრივი კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 27 სექტემბრის N171/01-01 ბრძანებაში: 

ა) ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დარგობრივი კომისიის  ბიზნესის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. იოსებ ხელაშვილი - პროფესორი“.

ბ) ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დარგობრივი კომისიის  ბიზნესის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-161 და მე-162 პუნქტები:
„161. ეკა ლეკაშვილი - ასოცირებული პროფესორი

162. ვალერი არღუთაშვილი - ასისტენტ-პროფესორი“.
2. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი                                                                                                            გიორგი შარვაშიძე      
« უკან დაბრუნება