2012-10-15
ბრძანება №:137/01-01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის „ოზონის შრის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები” ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის „ოზონის შრის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები” ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების  შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე–2 პუნქტის ,,ა“, ,,ს“, ,,ტ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის საფუძველზე,
 ვბრძანებ:

1.    2012 წლის 30 ნოემბერს, გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის თანადაფინანსების გამოყენებით, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციის „ოზონის შრის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები” ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა)  გიორგი ღვედაშვილი - სრული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ლელა კვინიკაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარის  მოადგილე;
გ) თეა წითლანაძე - ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ჯგუფის წევრი;
დ) თამარ გოგუა - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;
ე) ცისმარი გავაშელი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;
ვ) ტარიელ კვიციანი - ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების თავმჯდომარე, ჯგუფის წევრი;
ზ) ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
თ) ზურაბ ჯიქია - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის  უფროსი,  ჯგუფის წევრი;
ი) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
კ) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი.

2.    შეიქმნას კონფერენციის პროგრამული კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ავთანდილ ამირანაშვილი - სამეცნიერო დოქტორი, სექტორის გამგე, ატმოსფეროს ფიზიკა, მიხეილ ნოდია გეოფიზიკის ინსტიტუტი, თსუ
ბ) დალი ნიკოლაიშვილი - ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ
გ) ჯუმბერ ხარჩილავა - სამეცნიერო დოქტორი, მთ.მეცნიერ თანამშრომელი, ატმოსფეროს ფიზიკა, მიხეილ ნოდია გეოფიზიკის ინსტიტუტი, თსუ
დ) ვიქტორ ჩიხლაძე - აკადემიური დოქტორი, უფრ.მეცნიერ თანამშრომელი, ატმოსფეროს ფიზიკა, მიხეილ ნოდია გეოფიზიკის ინსტიტუტი, თსუ
ე) ნესტან ხუნწარია - უფროსი ასისიტენტი, გაეროს განვითარების პროგრამა UNDP
ვ) სულხან სულაძე - პროექტის მენეჯერი, „მონრეალის ოქმის ხელშემწყობი ქმედებები საქართველოში“, გაეროს განვითარების პროგრამა UNDP
ზ) ნოე მეგრელაშვილი - უფროსი სპეციალისტი, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი, გარემოს დაცვის სამინისტრო
თ) ნინო ობოლაშვილი - უფროსი სპეციალისტი, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი, გარემოს დაცვის სამინისტრო

3.    დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
4.    დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5.    დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
6.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს.   
7.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.

8.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
9.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                     ლევან ალექსიძე

« უკან დაბრუნება