2012-11-12
ბრძანება №:150/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე უროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე უროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის, მე-2, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა" და ,,ს" ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის, მე-2, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 30 ოქტომბრის №37/04 ერთობლივი ბრძანების  და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ა. ცისკარიძის 2012 წლის 29 ოქტომბრის №28029/02  წერილის საფუძველზე
                             ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის დეპარტამენტის  ასოცირებული  პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც  აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.    კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 12 ნოემბერს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის 12 დეკემბრიდან 2012 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არა უგვიანეს 2013 წლის  24 იანვრისა;
4.    კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად:

     უროლოგიის  დეპარტამენტი
ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ  თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული  (CD)   სახით  (ფაილის ფორმატი - Word და PDF);
გ)   პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ)  პედაგოგიური და სამეცნიერო  საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ)  შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
თ)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
ი) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
   ი.ა) თანხმობის წერილს იმ კლინიკური ბაზის/ბაზების
        ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და
        სამეცნიერო-კვლევითი პროცესი.
   ი.ბ) კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.
   ი.გ) კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის
        განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის
        გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს.

6. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება  2012 წლის 12 დეკემბრიდან 2012 წლის  26 დეკემბრის ჩათვლით, 11:00-დან  17:00 საათამდე,  თსუ მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში.  მისამართი:  თბილისი,  ჭიაურელის ქ.#2, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, II სართული,   ოთახი N27-28;
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში"
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი                                        ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება