2014-09-09
ბრძანება №:151/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ

   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის  11 აგვისტოს №1062/29-05 (კანც. რეგისტრაციის №24669/02, 11.08.14), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 12 აგვისტოს №329/28 (კანც. რეგისტრაციის №24747/02, 12.08.14), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2014 წლის 19 აგვისტოს №3653/30-15 (კანც. რეგისტრაციის №25238/02, 19.08.14), მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2014 წლის 21 აგვისტოს №951/32 (კანც. რეგისტრაციის №25386/02, 21.08.14), იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის მოადგილის 2014 წლის 22 აგვსიტოს №6730/31-01 (კანც. რეგისტრაციის №25569/02, 22.08.14) და 3 სექტემბრის №7330/31-05 (კაც. რეგისტრაციის №27052/02) 2013 წლის 3 სექტემბრის №24535/02, ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2014 წლის 1 სექტემბრის №26367/02 და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2014 წლის 1 სექტემბრის №823-09/2014 (კანც. რეგისტრაციის №26448/02, 01.09.14) და 2 სექტემბრის №26831/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 5 სექტემბრის №5091/27 (კანც. რეგისტრაციის №27788/02, 5.09.14) წარდგინებების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები გამოცდის და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა ფაკულტეტების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
ზ) ევროპული კვლევების ინსტიტუტი (დანართი 7);
თ) ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი (დანართი 8).

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე


რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება