2018-10-19
ბრძანება №:275/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების (ავტოსატრანსპორტო საშუალებების) ჩამოწერის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების (ავტოსატრანსპორტო საშუალებების)  ჩამოწერის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუქნტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების, 85-ე მუხლის 11 პუნქტის, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის N82 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის  მე-2 და მე-3 პუნქტის, მე-5 მუხლის, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს                         2018 წლის 10 ივლისის N5 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 14 აგვისტოს NMES  4 18 01005172 კორესპონდენციის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის  13 თებერვლის N17/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის 2018 წლის 23 მაისის ოქმის, დასკვნისა და 05 ოქტომბრის ოქმის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩამოწერილ იქნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული თსუ-ს ბალანსზე რიცხული პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის 10 ერთეული ძირთადი აქტივი (ავტოსატრანსპორტო საშუალებები) –  ღირებულებით 21038  ლარი  (დანართი N1);
2. დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის (სავარაუდო წონა 15990 კგ.  (შავი ლითონი)) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
3. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს  ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვა განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად;
4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები;
5. დაევალოს კანცელარიას გადასცეს წინამდებარე ბრძანება დაგზავნის ფურცელში მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებს;
6. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                           ნუნუ ოვსიანიკოვა
  

« უკან დაბრუნება