2011-01-11
ბრძანება №:02/01-01

ერასმუს მუნდუსის გარე თანამშრომლობის ფანჯარა - ფაზა 2-ის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

ერასმუს მუნდუსის გარე თანამშრომლობის ფანჯარა - ფაზა 2-ის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების  მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის; 52-ე მუხლის პირველი ნაწილის; 54-ე მუხლის პირველი ნაწილის; 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის; 57-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტისა და 16-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის №145/02 (06.01.2011) საფუძველზე
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

  1. ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი ერასმუს მუნდუსის პროგრამის ფარგლებში, 2010-2011 სადოქტორო 10 თვიანი (მობილობის დასაწყისი: 2011 წლის 1 მარტი) სტიპენდიის მოსაპოვებლად.
  2. კონკურსი ჩატარდეს 2011 წლის 11 იანვარს 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი №237).
  3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    ა)  კომისიის თავმჯდომარე პროფ. ნინო დურგლიშვილი (თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი)

    ბ)  კომისიის წევრი პროფ. ლია წულაძე (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)

    გ) კომისიის წევრი პროფ. რამაზ ქურდაძე (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)

    დ) კომისიის წევრი პროფ. ალექსანდრე გამყრელიძე (თსუ ზუსტ და
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი)
    ე) კომისიის წევრი ვენერა კვარაცხელია (თსუ სტუდენტური თვითმმართვ.)

  4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – ანი ჭელიშვილი
  5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი (დანართი 1)
  6. დამტკიცდეს კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი 2)
  7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  8. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
  9. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.






რექტორი                               ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება