2009-12-11
ბრძანება №:133/01-01

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 34-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების, "საქართველოსა და უცხოეთის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების აღიარების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის #256 დადგენილების,  "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის  დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულების 2009 წლის  13 ნოემბრის # 215 /02-01 ბრძანების საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.  გამოცხადდეს   კონკურსი   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური  თანამდებობების დასაკავებლად;
2. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 11 დეკემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადა განისაზღვროს 2010 წლის  11 იანვრიდან   2010 წლის  25 იანვრის ჩათვლით, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან   არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;

4.  კონკურსი ცხადდება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ- პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი  მიმართულებებით:

       ჟურნალისტიკის  მიმართულება – 7 საშტატო ერთეული;
 
       საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება _ 2 საშტატო ერთეული;

       პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება _  6 საშტატო ერთეული;
 
       სოციოლოგიის მიმართულება _ 3 საშტატო ერთეული;

       ფსიქოლოგიის მიმართულება _ 14 საშტატო ერთეული;

       საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება _ 4 საშტატო ერთეული;

       სოციალური მუშაობა _ 2 საშტატო ერთეული;

5. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში   არანაკლებ 540 (ხუთას ორმოცი) ლარით;        
6. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია   წარმოადგინოს:
       ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
       ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
       გ) ავტობიოგრაფია (CV);
     დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის  (დოკუმენტების) ასლი (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული დოქტორის აკადემიური ხარისხისა და უცხოეთში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული დოქტორის აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს თსუ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის #256 დადგენილების დანართი 1-ის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით); ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
       ე) სამოტივაციო წერილი;
7. საკონკურსო   დოკუმენტების   მიღება   იწარმოებს   თსუ   სოციალურ   და  პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2010 წლის 11 იანვრიდან 2010     წლის 25  იანვრის   ჩათვლით.  თბილისი  ი. ჭავჭავაძის  გამზ.  #8  (VI კორპუსი) 1 სართული, ოთახი # 108;
8.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს  თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის
            მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება #28883/02 04.12.2009წ.





  რექტორი, პროფესორი   
                                      გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება