2010-09-04
ბრძანება №:78/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე 2010–2011 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე 2010–2011 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ

ბრძანება

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის  29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე–2  პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის და 56–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე,

ვბრძანებ:  

1.    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე 2010–2011 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაცია ჩატარდეს და სტუდენტის პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:
ა) საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი – დედნის წარმოდგენით);
გ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატი (ასლი – დედნის წარმოდგენით);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
ე) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3X4).
2.    ბრძანების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო – ,,თბილისის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორს ნინო კაკულიას.
4.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
6.    წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).




რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                ა. კვიტაშვილი



« უკან დაბრუნება