2009-11-27
ბრძანება №:130/01-01

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტისათვის ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტისათვის ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული თსუ-ს წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ერთი მაგისტრანტისათვის ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
2.    განაცხადები მიიღება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში   2009 წლის 27 ნოემბერიდან 10 დეკემბერამდე.
3.    შევიდეს ნაწილობრივი ცვლილება რექტორის 2008 წლის 31 დეკემბრის     #116/01-01 ბრძანებაში:
მე-2 პუნქტით დამტკიცებულ დანართ 2- ში სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის  წევრად ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გულნაზ გალდავას ნაცვლად, დამტკიცდეს რომან ხარბედია _ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
4.    კომისიამ იხელმძღვანელოს ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების შესახებ დამტკიცებული დებულებით (Aბრძანება #116/01-01 31.12.2008).
5.    დაევალოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს (დ. თვალთვაძე) წინამდებარე ბრძანების 1-ლი და მე-2 პუნქტების შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების გატარება
6.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, რომან ხარბედიას.
7.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: განცხადება ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის თსუ-საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვის შესახებ #28197/02 26.11.2009. რექტორის ბრძანება #116/01-01 31.12.2008




რექტორი, პროფესორი    
                                     გ. ხუბუა


« უკან დაბრუნება