2018-09-28
ბრძანება №:915/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნესის აკადემიის - SBA სტუდენტების რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნესის აკადემიის -  SBA სტუდენტების რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების  №1 დანართის მე-5 მუხლის 11 პუნქტის და მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების,   სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 22 აგვისტოს N772/ი ბრძანების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 12 სექტემბრის N18464/29 და იურიდიული ფაკულტეტის 2018 წლის 12 სექტემბრის N18523/31-01 წერილებისა და სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 27 სექტემბრის MES 5 18 01234728 დასკვნის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    ჩაირიცხონ რიგგარეშე მობილობის წესით 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნესის აკადემიის - SBA სტუდენტები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად:

1.1. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №2);

2.    თსუ-ს რექტორის ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში გაიგზავნოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი              გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება