2019-06-28
ბრძანება №:163/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9   პუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 13 ივნისის N11188/30 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის – ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდიის დანიშვნისა და სტიპენდიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2016 წლის 24 თებერვლის N24/01-01 ბრძანებაში:


ა)   აღნიშნული   ბრძანების   პირველი   პუნქტით   დამტკიცებული   დანართი   N1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ტექსტში შემდგომ - ,,უნივერსიტეტი“ ან ,,დაწესებულება“) პროფესორ ალექსანდრე რონდელის სახელობის     სტიპენდია (შემდგომში - ,,სტიპენდია“) ინიშნება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდსა (შემდგომში - ,,ფონდი“) და უნივერსიტეტს შორის 2018 წლის 06 ივნისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის    N810/08    ხელშეკრულებით    დასახული    ამოცანების ფარგლებში.“;


ბ) აღნიშნული  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  დანართი  N1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. ინფორმაცია სტიპენდიის მინიჭების შესახებ

1.ინფორმაცია  გამოვლენილი  სტიპენდიანტების  შესახებ  ეგზავნება  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს.
2.გამოვლენილი სტიპენდიანტების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ, ფონდიდან პირველი სემესტრის სტიპენდიისათვის განკუთვნილი თანხა სრულად ერიცხება უნივერსიტეტს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სტიპენდიანტებისათვის შესაბამისი ოდენობის სტიპენდიის ყოველთვიური ჩარიცხვა.
3.სტიპენდია    გაიცემა    ყოველსემესტრულად,    თვეში    200    ლარის    ოდენობით საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.“.


2.დაევალოს  კანცელარიას  ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი           გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება