2016-12-20
ბრძანება №:232/01-01

2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (45296/02; 19.12.2016) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ჩატარდეს კონკურსი 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტის მიერ თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სამთვიანი სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2016 წლის 21 დეკემბერს 11:00 საათზე, თსუ მეორე კორპუსში, ოთახი № 204 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3). 
3. დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)მორის შალიკაშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის  თავმჯდომარე); 
ბ)ქეთევან ხუციშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, კომისიის წევრი); 
გ) ნინო ანთაძე  (გერმანიის  გაცვლითი  სამსახურის  თბილისის საინფორმაციო ცენტრის   სასწავლო  და   სასტიპენდიო   პროგრამების   კოორდინატორი,  კომისიის წევრი). 
დ) დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – ირინა გამყრელიძე.

4. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და სტიპენდიატთა შერჩევის წესი    (იხ. დანართი). 
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
6. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი             გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება