2015-02-24
ბრძანება №:08/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ      

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის,  57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო”  და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის,  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და ენების ცენტრის დირექტორის 2015 წლის  09 თებერვლის №3573/02 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის  დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №1).  
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიების მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელ ცენტრს.
3.   ბრძანების     დაინტერესებული     პირებისათვის      გადაცემა      დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს   საინფორმაციო  ტექნოლოგიების   დეპარტმენტს  წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება.
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 


რექტორი, პროფესორი                                                  აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა  

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                          დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება