2015-04-30
ბრძანება №:65/01-01

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის შესახებ

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი  წესით ჩატარების  უზრუნველსაყოფად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო  კომიტეტის შექმნის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების,  მე-9, მე-11 და მე-12 პუნქტების, ,,ქართველოლოგიის დარგში იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაწესების, მისი მინიჭების წესის და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ რექტორის 2015 წლის 20 აპრილის №61/01/01 ბრძანების მეორე პუნქტის დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 27 აპრილის  №14298//02, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 24 აპრილის №14261/02, უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის 2015 წლის 24 აპრილის №14259/02,  უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 24 აპრილის №14285/02 და უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის    2015 წლის 30 აპრლის №14792 /02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიის დარგში სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებულად და დადგენილი  წესით ჩატარების  უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო  კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ქეთევან ჭკუასელი – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ბ) ნანა ლოლაძე – უნივერსიტეტის არნოლ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველური ენების განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მიხეილ ბახტაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; 
დ)  მარინე ბერიძე – უნივერსიტეტის არნოლ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ე) ვახტანგ გოილაძე – უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეტნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ვ) გაგა ლომიძე – უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების ხელმღვანელი,    საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;
ზ) გიული შაბაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, კომიტეტის მდივანი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                                                    მერაბ ელიაშვილი

« უკან დაბრუნება