2016-04-22
ბრძანება №:67/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 18-20 აპრილს ილია ვეკუას თასზე საერთაშორისო ოლიმპიადის ჩასატარებლად სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2015 წლის 17 აპრილის №:59/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 18-20 აპრილს ილია ვეკუას თასზე საერთაშორისო ოლიმპიადის ჩასატარებლად სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2015 წლის 17 აპრილის №:59/01-01  ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9  ქვეპუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის    რამაზ ბოჭორიშვილის №14661/02 19.04.2016 კორესპონდენციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის 18-20 აპრილს ილია ვეკუას თასზე საერთაშორისო ოლიმპიადის ჩასატარებლად სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2015 წლის 17 აპრილის №:59/01-01  ბრძანების  მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თსუ-ს სახელით დაწესდეს  ყოველწლიური სახელობითი პრიზი საუკეთესო ქართული გუნდისთვის.  პრიზის სახელობითობა განისაზღვროს ყოველწლიურად რექტორის ბრძანებით. 2016 წელს თსუ-ს სახელით დაწესებულ პრიზს საუკეთესო ქართული გუნდისთვის მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელი.’’
2.   კონტროლი   ბრძანების     შესრულებაზე    დაევალოს    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს  რამაზ ბოჭორიშვილს.
3.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   დაევალოს კანცელარიას აღნიშნული ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                             დარეჯან თვალთვაძე

« უკან დაბრუნება