2020-05-26
ბრძანება №:93/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საგრანტო განაცხადების შემფასებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის N333/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საერთაშორისო საგრანტო განაცხადების  შემფასებელი  მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის N333/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის  2020 წლის 14 მაისის N6261/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საგრანტო განაცხადების შემფასებელი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის N333/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება  და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო საგრანტო     პროექტების განხილვისა და მათი მიზნობრიობის შესაფასებლად შეიქმნას  მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)   ლაშა   საღინაძე   -   უნივერსიტეტის   ადმინისტრაციის   ხელმძღვანელი,   კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ირმა გრძელიძე - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
გ) თეა გერგედავა - უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
დ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ე) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი,კომისიის წევრი;
ვ)  გიორგი  ღვედაშვილი  -  უნივერსიტეტის  სამეცნიერო  კვლევებისა  და  განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;
ზ)   ირაკლი   საღარეიშვილი   -   უნივერსიტეტის   საფინანსო   დეპარტამენტის   უფროსი, კომისიის წევრი;
თ)  მამუკა  აბესაძე  -  უნივერსიტეტის  საფინანსო  დეპარტამენტის  საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი;
ი) თინათინ გაბრიჩიძე - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.’’.
2.    დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.







რექტორი გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება