2020-01-17
ბრძანება №:42/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ „ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების მე-2 პუნქტის, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 11 ნოემბრის N281/01-01 და 2018 წლის 7 თებერვლის N28/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ვ. გობრონიძის 15.01.2020წ. N440/10 დასკვნის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 31.12.2019წ. N25720/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ 65138.30 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრები და მაგისტრანტები დანართი N1-ის მიხედვით;
2.დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ბაკალავრების და მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში;
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება მაინდეფიცირებელი მონაცემების გარეშე დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება