2017-02-23
ბრძანება №:39/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის  2017 წლის 21 თებერვლის  №1763/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის №173/02-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,2. ეკა ენუქიძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი - განყოფილებაში (ოთახი №120) არსებულ მატერიალურ ფასეულობათა პასუხისმგებელი პირი”. 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             ნუნუ ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება