2017-06-09
ბრძანება №:135/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო დოკუმენტის უნივერსიტეტის შიდა საბიბლიოთეკო სივრცეში მოძრაობის წესის დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 23 სექტემბრის N107/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო დოკუმენტის უნივერსიტეტის შიდა საბიბლიოთეკო სივრცეში მოძრაობის წესის დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2013 წლის 23 სექტემბრის N107/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2017 წლის 06 ივნისის N8633/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო დოკუმენტის უნივერსიტეტის შიდა საბიბლიოთეკო სივრცეში მოძრაობის წესის დამტკიცების თაობაზე  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 23 სექტემბრის N107/02-01 ბრძანებაში  და აღნიშნული ბრძანების დანართი N№1-ის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 6. განსაკუთრებული ფასეული გამოცემებით სარგებლობა

განსაკუთრებული ფასეული გამოცემებით (გამოცემა რარიტეტის ბეჭდით, ხელნაწერი, წიგნი წარწერით, კოლექციების ეგზემპლარი, გამოცემა ჩაწებებული ფოტოებით, ფოტო, რუკა, ხელით აკინძული წიგნი, მინიატურული გამოცემა, გამოცემის ერთი ეგზემპლარი), დისერტაციით, 1921 წლამდე გამოცემული დოკუმენტით სარგებლობა დასაშვებია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ნებართვით”.

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი              ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება