2018-07-02
ბრძანება №:159/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების    მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების    გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადა 2018 წლის  1 ივლისიდან 4 აგვისტომდე ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე, შემდეგი გრაფიკით:

ა) გასაუბრება ქართულ ენაში - 10:00 საათი;
ბ)  გასაუბრება რუსულ ენაში - 11:00 საათი;
გ) გასაუბრება ინგლისურ ენაში - 12:00 საათი;

2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის გადაცემა დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                                                                                                            გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება