2011-09-30
ბრძანება №:101/01-01

2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა" გასაუბრების თარიღის განსაზღვრის შესახებ

2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა" გასაუბრების თარიღის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 16-ე მუხლის მე–2 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 2011 წლის 26 სექტემბრის №25763/02 და 29 სექტემბრის №26447/02 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ

  1. 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა" გასაუბრების თარიღად განისაზღვროს 2-4 ოქტომბერი.
  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  4. ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




რექტორი                               ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება