2007-10-01
ბრძანება №:0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ბლანკისა და ბეჭდის დამტკიცების შესახებ (ბრძანება N100/02-01)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ბლანკისა და ბეჭდის დამტკიცების შესახებ

`უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 23-ე და 24-ე მუხლების~ საფუძველზე

ვბრძანებ:

1. გაუქმდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის არსებული ბეჭედი და ბლანკი.
2. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ბეჭედი და ბლანკი, თანდართული ნიმუშის მიხედვით.
3. შეიქმნას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში კომისია, რომელიც უზრუნველყოფს გაუქმებული ბლანკისა და ბეჭდის განადგურებას. კომისიამ შესაბამისი აქტის ერთი ეგზემპლარი წარმოადგინოს თსუ-ს კანცელარიაში.
4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ბეჭდის და ბლანკის გამოყენების წესი განისაზღვროს თსუ-ს საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად.
5. დაევალოს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას (მ. მიქელაძე) უზრუნველყოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ბეჭედის და ბლანკის გამოყენებაზე კონტროლი.
6. ბრძანება გამოიკრას თვალსაჩინო ადგილზე და განთავსდეს უნივერსიტეტის ელექტრონულ გვერდზე.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თსუ-ს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა).
8. ბრძანება ძალაშია 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. გალდავა

« უკან დაბრუნება