2010-03-19
ბრძანება №:03/03

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასების ინდიკატორებისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შეფასების ინდიკატორებისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ


უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 26–მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების ინდიკატორები (დანართი 1) და პროგრამის განხორციელების შეფასების წესი (დანართი 2).

  2. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

  3. ბრძანება ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლიდან.

  4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

საფუძველი: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2009 წლის 19 მარტის N7204/02 წერილი.







ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
უფროსი, ასოცირებული პროფესორი                             ირინე დარჩია

« უკან დაბრუნება