2015-09-04
ბრძანება №:948/01-04

2015-2016 სასწავლო წლიდან სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ

2015-2016 სასწავლო წლიდან სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 4 აგვისტოს №823/01-04 და 1 სექტემბრის #924/01-04 ბრძანებებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებმაც დაასრულეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტი) "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაიცა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ზემოაღნიშნულმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელების მოთხოვნით მომართეს უნივერსიტეტს და "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.ხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473-ე მუხლის მე-3 და                         მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების,  53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის,  მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, "სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის #83/01-01 ბრძანების, რექტორის 2015 წლის 4 აგვისტოს №823/01-04 და 1 სექტემბრის #924/01-04 ბრძანებების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მიღებული წერილის (#27380/02, 25.08.2015) და დანართებში მითითებული სტუდენტების განცხადებების საფუძველზე,


ვბრძანებ: 
1.    მიეცეთ 2015-2016 სასწავლო წლიდან სწავლის გაგრძელების უფლება 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ერთეულებზე წინამდებარე ბრძანების დანართების შესაბამისად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი(დანართი№3);
დ) ეკონომიკისადა ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი№4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი№5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი(დანართი№6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი№7);  
 2.    დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასთვის ხელმისაწვდომ    ადგილზე.        
 3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციოტექნოლოგიების დეპარტამენტს.4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 რექტორი, პროფესორი                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა



« უკან დაბრუნება