2016-10-24
ბრძანება №:174/02-01

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ,,ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე “ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 22 სექტემბრის №117/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა” და ,,ნ’’ ქვეპუნქტისა  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2016 წლის 03 ოქტომბრის №36505 და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 12 ოქტომბრის №37724 წერილების   საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   უწყვეტი   განათლების   ცენტრის   ტრენინგ-კურსის  
,,ფიზიკა სკოლაში და სკოლის გარეთ” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 22 სექტემბრის №117/02-01 ბრძანების მე-2 პუნქტში, კერძოდ ბრძანების მე-2 პუნქტში ნაცვლად “10” მსმენელისა მიეთითოს  “7” მსმენელი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  
 
 "2. ტრენინგ-კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 7 მსმენელის არსებობის შემთხვევაში.”

2.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
4.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება