2015-10-20
ბრძანება №:193/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,აგროლოჯისტიკის ოპერატორის” მე-4 და მე-5 საფეხურის პროფესიული სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,აგროლოჯისტიკის ოპერატორის”  მე-4 და მე-5 საფეხურის პროფესიული სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,    53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,აგროლოჯისტიკის ოპერატორის” მე-4 და მე-5 საფეხურის სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:  

ა)  2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი:
ა.ა. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია  - 2 - 9 ნოემბერი
ა.ბ. სააუდიტორიო მეცადინეობები – 2 ნოემბერი  – 12 თებერვალი;
ა.გ. საგამოცდო პერიოდი - 15 - 26 თებერვალი ძირითადი გამოცდები
 29  თებერვალი –  4 მარტი (დამატებითი გამოცდები);

ბ)  2015-2016 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა. ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია  - 7 - 18 მარტი
ბ.ბ. სააუდიტორიო მეცადინეობები – 21 მარტი  – 20 მაისი;
ბ.გ. საგამოცდო პერიოდი – 23 - 31 მაისი (ძირითადი გამოცდები), 
                     
 1 – 4 ივნისი –  (დამატებითი გამოცდები);

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება