2019-02-14
ბრძანება №:31/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 29 იანვრის N12/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართით განსაზღვრული სამეცნიერო, კულტურული/სპორტული/ საგანმანათლებლო პროექტების პროგრამული და ფინანსური ანგარიშების წარმოდგენის ვადებისაგან განსხვავებული ვადების, ასევე აღნიშნული პროექტების წარმოდგენისა და განხილვის ვადებისგან 2019 წლის პროექტების წარმოდგენის პირველი ეტაპისათვის განსხვავებული ვადების დადგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ”, ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს 2019 წლის 28 იანვრის N5 სხდომის ოქმის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ავტორებისათვის, რომელთაც სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/ საგანმანათლებლო პროექტების  პროგრამული და  ფინანსური    ანგარიში    უნდა წარმოედგინათ 2018 წელს დაფინანსებულ პროექტებზე, ანგარიშის წარმოდგენის ვადა განესაზღვროთ არაუგვიანეს 2019 წლის 27 თებერვლისა.
2. 2019 წლის სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების წარმოდგენის პირველი ეტაპის ვადა    განისაზღვროს 22 თებერვლამდე, ხოლო ამ ვადაში წამოდგენილი პროექტების განხილვა განხორციელდეს არაუგვიანეს 7 მარტისა.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანების  გადაცემა  დაინტერესებულ  პირთათვის  დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი N6.

 ადმინისტრაციის ხელმძღვანელი              ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება