2012-09-20
ბრძანება №:1523/01-04

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წელს პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012-2013 სასწავლო წელს პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", ,,ს” და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის,     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ №19/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-82 მუხლის მე-3 პუნქტის, 391-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესისა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №9/ნ ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ა”, "ბ", "გ" ქვეპუნქტებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 19 სექტემბრის №23724/02 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე №1 და №2 დანართებში მითითებული პროფესიული სტუდენტები;
2.    შეტანილ იქნეს ინფორმაცია (7 დღის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორი                                          ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება