2011-12-30
ბრძანება №:528/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III სემესტრის მაგისტრანტების 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24–ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბრის #148/2010 დადგენილების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 6 დეკემბრის #122/01-01 ბრძანების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 23 დეკემბრის #34817/02 დასკვნის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის   12 დეკემბრის #33405/02 წარდგინების საფუძველზე,


                             ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა    III სემესტრის შემდეგი მაგისტრანტები:


 



მესამე სემესტრი
)    სამაგისტრო პროგრამა _ გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია

ა.ა) ნარიმანიშვილი თამთა _ 1406.25 ლარი
    
)    სამაგისტრო პროგრამა _ განათლების ფსიქოლოგია და კვლევა

ბ.ა) მდინარაძე ნინო – 1406.25 ლარი

გ)  სამაგისტრო პროგრამა _ კლინიკური ნეიროფსიქოლოგია
გ.ა) მოსიაშვილი  ჟანა – 1406.25ლარი

დ) სამაგისტრო პროგრამა: მედია და ახალი ტექნოლოგიები
დ.ა) გელაშვილი თამარი – 1406.25 ლარი

 ე) სამაგისტრო პროგრამა: მედიისა და კომუნიკაციის სოციოლოგია
ე.ა) ცეცხლაძე სალომე – 1406.25 ლარი

 ვ) სამაგისტრო პროგრამა _ პოლიტიკური თეორია
ვ.ა) ძაძამია გიორგი – 1406.25 ლარი

ზ) სამაგისტრო პროგრამა _ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია
ზ.ა) ბუაძე ანა _ 1406.25 ლარი

 თ) სამაგისტრო პროგრამა _ საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატია
      თ.ა) კაციტაძე თამთა _ 1406.25 ლარი

ი) სამაგისტრო პროგრამა _  სოციალური მუშაობა
ი.ა) დემეტრაშვილი ნინო _ 1406.25 ლარი
   
კ) სამაგისტრო პროგრამა _ სოციალური, პოლიტიკური და კულტურული  ფსიქოლოგია
  კ.ა) გაბეხაძე ია _ 1406.25 ლარი
     
 ლ) სამაგისტრო პროგრამა _ ჟურნალიზმი და მასკომუნიკაცია
ლ.ა)  ღლონტი-კეკელიძე თამთა  –  1406.25 ლარი

მ) სამაგისტრო პროგრამა _ანთროპოლოგია: ინტერდისციპლინური კვლევები
მ.ა)  ჩუბინიძე დიმიტრი _ 1406.25 ლარი

ნ) სამაგისტრო პროგრამა _ კონფლიქტების ანალიზი და მართვა
ნ.ა) მამუჩიშვილი ნელი – 1406..25Lლარი

ო) სამაგისტრო პროგრამა _ საზოგადოებრივი გეოგრაფია
ო.ა) თორაძე კახაბერი _ 1406.25 ლარი






2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.   ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.










ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                   დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება