2012-01-24
ბრძანება №:08/02-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის #47/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 29 მარტის  #47/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "კ" და "ნ" ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 29.03.2011 წლის 29 მარტის #47/02-01 ბრძანების #1 დანართში (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საბჭოს რეგლამენტი):
a)    შევიდეს ცვლილება რეგლამენტის რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -
"7. იხილავს და წარუდგენს ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურს, უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო ფონდების შევსების ოპტიმიზაციის მიზნით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულების მიერ შესაძენი წიგნებისა და პერიოდული გამოცემების ნუსხას მე-2 მუხლის 71 პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.”.
b)    შევიდეს დამატება რეგლამენტში და მას მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინარსის 71 პუნქტი -
,,71. ლიტერატურის შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ხელმძღვანელები საბიბლიოთეკო  საბჭოს  წარუდგენენ შესაძენი ლიტერატურის ჩამონათვალს და არგუმენტირებულ დასკვნას ამ გამოცემების შეძენის საჭიროების თაობაზე. საბიბლიოთეკო საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საბიბლიოთეკო საბჭოს განსახილველად წარუდგინოს ისეთი ლიტერატურა, რომელიც არ არის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების სილაბუსებით გათვალისწინებული, მაგრამ მათი შეძენა მიზანშეწონილია ამ ლიტერატურის მაღალი მხატვრულ-კულტურული და სამეცნიერო-ისტორიული ღირებულებიდან, აგრეთვე უნივერსიტეტის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე.".
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება