2014-02-24
ბრძანება №:36/01-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2013 წლის 23 დეკემბრის #172/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, 2014 წლის 10 თებერვალს თსუ აკადემიური საბჭოს №11/2014-ით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ქ. გაბუნიას 2014 წლის 21 თებერვლის №5801/02 და მდივნის გ. ჟუჟუნაშვილის 2014 წლის 19 თებერვლის №5293/02 წერილების (თან ახლავს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თ. დუნდუას თანხმობა) და საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2013 წლის 23 დეკემბრის #172/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"3. კონკურსი გამოცხადდეს 2013 წლის 17 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 20 იანვრიდან 2014 წლის 8 თებერვლამდე. რომანული ფილოლოგიის, ფრანგული ენის საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2014 წლის 11 მარტისა, ხოლო საქართველოს ისტორიის მიმართულების საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2014 წლის 5 მარტისა.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


 

რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება