2015-02-26
ბრძანება №:37/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე - ,,სოციალური მუშაობა” მისაღებ კონკურსანტთა გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და გასაუბრების თარიღის განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე - ,,სოციალური მუშაობა” მისაღებ კონკურსანტთა გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და გასაუბრების თარიღის განსაზღვრის შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 ივნისის №114/2008 დადგენილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების” მე-4.2 მუხლის მე-4.2.3 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 25 თებერვლის №716/30-00 (კანც. რეგისტრაციის №7102/02) წარდგინების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე - ,,სოციალური მუშაობა” მისაღებ კონკურსანტთა გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა: 
ა)   პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილი (თავმჯდომარე)
ბ)   ა/პროფ. ამირან ბერძენიშვილი 
გ)   ა/პროფ. ლელა გაფრინდაშვილი
დ)  ა/პროფ. ნინო დურგლიშვილი
ე)   ა/პროფ. თამარ მახარაძე (მდივანი)
ვ)   ა/პროფ. თამარ საბედაშვილი
2. განისაზღვროს დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების თარიღად  27 თებერვალი.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი, პროფესორი                      აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება