2016-07-04
ბრძანება №:120/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 29 ივნისის №109/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 29 ივნისის №109/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 59-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2016 წლის 04 ივლისის №22173/02 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გასწორდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 29 ივნისის №109/01-01 ბრძანების შინაარსში  დაშვებული ტექნიკური შეცდომა და ბრძანების  მე-4 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,დ) გიორგი ჩაკვეტაძე – იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი;’’

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 29 ივნისის №109/01-01 ბრძანებაში და ბრძანების  მე-4 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"რ) ნონა გაგნიძე – თსუ ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ – თანამშრომელი;"

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 


რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                              დარეჯან თვალთვაძე

« უკან დაბრუნება