2018-02-26
ბრძანება №:39/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა და ბიზნეს ინკუბატორის ფასიანი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა და ბიზნეს ინკუბატორის ფასიანი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
 
  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე  მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11  სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’  ქვეპუნქტის, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა და ბიზნეს ინკუბატორის მენეჯერის ეკა ჩოხელის 2018 წლის 21 თებერვლის №3188/10 წერილის  საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  
   
1.    განისაზღვროს, სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა და ბიზნეს ინკუბატორის ფასიანი მომსახურების ტარიფები დანართი №1-ის შესაბამისად.
2.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
3.    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                               ნუნუ ოვსიანიკოვა    

« უკან დაბრუნება