2019-05-16
ბრძანება №:117/01-01

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის 13 მაისის N112/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2019 წლის  13  მაისის N112/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2019 წლის 14   მაისის N8759/29  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს  ცვლილება  „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო        უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“  რექტორის  2019  წლის  13 მაისის  N112/01-01 ბრძანების    მე-4  პუნქტში, კერძოდ, მიკროეკონომიკის კათედრის ნაწილში  და   ხსენებული პუნქტის ეს ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მიკროეკონომიკის კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული კატეგორია - „ბ“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის      ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს   (საფინანსო   დეპარტამენტი,   პერსონალის   მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტი).
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი         გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება