2016-04-20
ბრძანება №:66/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 20 მარტის №65/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 20 მარტის №65/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი, მე–2, მე–4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის  30 სექტემბრის №96 დადგენილების საფუძველზე,    

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,შევიდეს ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის  20 მარტის №:65/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას საარჩევნო კომისია  შემდეგი შემადგენლობით: 
ა) ბოშიშვილი ალექსანდრე  - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
ბ) გავაშელი ცისანა  - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
გ) დვალიძე ირაკლი - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

დ) კაკულია ნაზირა - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) მახარობლიშვილი გიორგი - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
ვ) მეყანწიშვილი ეკატერინე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
ზ) ქრისტესაშვილი ჯენარო - მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
თ) ჭალაგანიძე ნინო  - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;
ი) ხარაძე ეფემია  - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი.“
3.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.  ინფორმაციის უნივერსიტეტის გაზეთ – ,,თბილისის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ მთავარ რედაქტორს ნინო კაკულიას. 
5.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.  ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
8.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში                ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                         დარეჯან თვალთვაძე

« უკან დაბრუნება