2017-12-15
ბრძანება №:267/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,პ“ და "ზ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლისა და ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის  დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ. ფარცვანიას 2017 წლის 12 დეკემბრის №22919/10 წერილის       (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის  სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,  მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:

ალგებრის  განყოფილება

1.    დათუაშვილი თამარი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
2.    ინასარიძე ნიკოლოზ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
3.    მესაბლიშვილი  ბაჩუკი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
4.    ხმალაძე ემზარ – უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.    ზანგურაშვილი დალი - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6.    პაჭკორია ალექსი - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული.

მათემატიკური ლოგიკის განყოფილება

1.    გაბელაია დავითი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
2.    ურიდია ლევან - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული.

გეომეტრიისა და ტოპოლოგიის განყოფილება

1.    ელაშვილი ალექსანდრე -  მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
2.    სანებლიძე სამსონ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
3.    ბაკურაძე მალხაზ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
4.    ლომაძე ვახტანგ  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული.

მათემატიკური ანალიზის განყოფილება
1.    ალექსანდრე ხარაზიშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (უვადო);
2.    ეფრემიძე ლაშა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული  (10 წლის ვადით);
3.    მესხი ალექსანდრე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
4.    ძაგნიძე ომარ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.    ტეტუნაშვილი შაქრო - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6.    კირთაძე ალექსი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
7.    გორდაძე ეთერ -  მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული.

დიფერენციალური განტოლებების განყოფილება
1.    ხარიბეგაშვილი სერგო - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (უვადო);
2.    აშორდია მალხაზ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
3.    ბერიკელაშვილი გივი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
4.    ჯოხაძე ოთარ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული  (10 წლის ვადით);

დრეკადობის მათემატიკური თეორიის  განყოფილება

1.    კაპანაძე გიორგი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
2.    კუკუჯანოვი სერგო - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
3.    გოგოლაური ლიდა - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
4.    შაფაქიძე ლუიზა  -  მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული.

მათემატიკური ფიზიკის განყოფილება

1.     ბუჩუკური თენგიზ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
2.    კაპანაძე დავით - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული   (10 წლის ვადით);
3.    ჭკადუა ოთარ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული  (10 წლის ვადით);
4.    გაჩეჩილაძე როლანდ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
5.    გაჩეჩილაძე ავთანდილ - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;

 თეორიული ფიზიკის განყოფილება

1. კვინიხიძე ალექსანდრე  - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (უვადო);
2. გარსევანიშვილი ვახტანგ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
3. ლავრელაშვილი გიორგი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
4. ჯორჯაძე გიორგი - მთავარი  მეცნიერი  თანამშრომელი  1  საშტატო  ერთეული (10  წლის ვადით);
5. მაღრაძე ბადრი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
6. შურღაია ავთანდილ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
7. ციციშვილი გიორგი - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
8. ხვედელიძე არსენ - მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული;
 
 ალბათობის თეორიისა  და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება

1.    ლაზრიევა ნანული - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
2.    ტორონჯაძე თეიმურაზ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
3.    ფურთუხია ომარი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;

2. კონკურსის შედეგები ძალაში შევიდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232 მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.


3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის კანონმდებლობითა და თსუ წესდების 232  მუხლით დადგენილი წესით შექმნისთანავე.  
4. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.    


რექტორი    გიორგი  შარვაშიძე
« უკან დაბრუნება