2012-04-20
ბრძანება №:705/01-04

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

        ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 20 აპრილის #9349/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 5 აპრილის #8269/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერაბათა ფაკულტეტის 2012 წლის 3 აპრილის #8030/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 10 აპრილის #8602/02, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 2 აპრილის #7898/02 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 5 აპრილის #8365/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    დაიწყოს წარმოება ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
1.2.     ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ( დანართი 2);
1.3.     სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ( დანართი 3);
1.4.     ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტი ( დანართი 4);
1.5.     იურიდიული ფაკულტეტი ( დანართი 5);  
1.6.     მედიცინის ფაკულტეტი ( დანართი 6).  

2.    აღნიშნულ სტუდენტებს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის არსებობის გამო, არ მიეცეთ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება.
3.    ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტმენტს.
4.    დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს გადაწყვეტილების პროექტის მომზადება მიმდინარე წლის 21 მაისამდე.
5.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
6.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
7.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                                                                                ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება