2016-03-28
ბრძანება №:373/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, "სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების საფუძველზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან შემოსული 2016 წლის 28 მარტის №12162/02 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ სტუდენტებს, საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1)
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2)
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3)
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4)
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5)
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6)
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7)


2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას სწავლის საფასურად; 
3. შეტანილ იქნეს ინფორმაცია (ერთი დღის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6). 



რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება